ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აღლუმი პარლამენტთან მსვლელობის გარეშე

26 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 28

აღლუმი პარლამენტთან მსვლელობის გარეშე

პარლამენტის წინ, მობილიზებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, სახანძრო, სამხედრო ტექნიკა და საპატრულო პოლიცია.

ქუთაისში, 26 მაისისადმი მიღვნილი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამხედრო ტექნიკის გამოფენითა და წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიით შემოიფარგლა.

პარლამენტის წინ, მობილიზებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, სახანძრო, სამხედრო ტექნიკა და საპატრულო პოლიცია. გადაკეტილი იყო მიმდებარე ტერიტორია. თუმცა, სამხედრო ტექნიკის მსველობას ადგილი არ ჰქნია.

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე და გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

შეგახსნებთ, რომ გასული წლის 26 მაისს, სამხედრო აღლუმი და ძირითადი ღონისძიებები ქუთაისში გაიმართა.

თეგები: 26 მაისიაღლუმიქუთაისი