ქუთაისში, “ნაციონალების” ოფისში პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შორის მიმდინარე შეხვედრის თაობაზე განცხადება რამდენიმე წუთის წინ მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა. “ასეთი შეხვედრები არ უნდა გაგიკვირდეთ. დაჭერილია პარტიის გენერალური მდივანი და ჩვენ განვაცხადეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამიტომ, ასეთი ტიპის შეხვედრები აქტიურად გვექნება. ხელისუფლებას სურს “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური პარტიის განადგურება და ახლა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ფორმა უნდა გამოვნახოთ, რომ ეს არ მოხდეს. თუ რა გზებს მივმართავთ, ამას მოგვიანებით გაიგებთ,” – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. “ნაციონალების” ქუთაისის ოფისში შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ცოტა ხნაში მედიისთვის კომენტარებს საპარლამენტო უმცირესობის სხვა წარმომადგენლებიც გააკეთებენ. შევხედრა ამ დრომდე გერძელდება.
პრეზიდენტი ქუთაისში უმცირესობასთან მერაბიშვილზე და პარტიის გეგმებზე საუბრობს
29 მაისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 26
“დაჭერილია პარტიის გენერალური მდივანი და ჩვენ განვაცხადეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამიტომ, ასეთი ტიპის შეხვედრები აქტიურად გვექნება,” – განაცხადა მაჭავარიანმა.
თეგები: მიხეილ სააკაშვილი • ნაციონალები • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები