ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი: “შევარდნაძემ საბჭოთა კავშირი ჩემი გეგმით დაშალა”

31 მაისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 21

პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი: “შევარდნაძემ საბჭოთა კავშირი ჩემი გეგმით დაშალა”

პრეზიდენტობის მომავალი კადიდატი განმარტავს, რომ მისი პრიორიტეტი მრწეველობა, პრევენციული მედიცინა და განათლება იქნება.

ქუთაისელ ვლადიმერ გეგჭკორს პრეზიდენტობა სურს.

პრეზიდენტობის მომავალი კადიდატი აცხადებს, რომ მის სიტყვას დიდი ფასი აქვს და პრეზიდენტობის შემთხვევაში მსოფლიოს გააკვირვებს.

გეგჭკორის თქმით, საქართველოს ექსპ–პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მისი გეგმით დაშალა საბჭოთა კავშირი.

“მე მქონდა საბჭოთა კავშირის დაშის იდეა, რომელიც შევარდნაძეს მივაწოდე, მან ამ გეგმით იმოქედა. ჩემს სიტყვას დიდი ფასი აქვს,” – აცხადებს ვლადიმერ გეგეჭკორი.

პრეზიდენტობის მომავალი კადიდატი, რომელიც ამ დროისთვის უმუშევარია, განმარტავს, რომ მისი პრიორიტეტი მრწეველობა, პრევენციული მედიცინა და განათლება იქნება.

ვლადიმერ გეგჭკორი საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოდის. კერძოდ, ის ბუნებრივი რესურსებისა და მიწის ნაკვეთის ერის საკუთრებად გამოცხადებას ითხოვს.

„რომ არავინ შეძლოს მიწის ნაკვეთის გასხვისება. სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის მხოლოდ იჯარით გაცემის უფლება უნდა ჰქონდეს,” – აცხდებს პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი.

გეგეჭკორი აცხადებს, რომ მისი საპრეზიდენტო პროგრამა ხალხზე მორგებული იქნება, რის გამოც, მას მოსახლეობის მხარაჭერის იმედი აქვს.

„პრეზიდენტის პოსტზე ჩემს კანდიდატურას უახლოეს პერიოდში წარვადგენ,” – აცხადებს გეგეჭკორი.

თეგები: მოქალაქეპრეზიდენტობის კანდიდატიქუთაისი