ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დამტკიცდა, რომ Wi-Fi ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია

15 ივნისი, 2013 • ნიუპრესი • 21

დამტკიცდა, რომ Wi-Fi ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია

კაროლინის ინსტიტუტის თანამშრომლები მოცემული ექსპერიმენტის ლაბორატორიულ პირობებში განმეორებას აპირებენ.

დანიაში სკოლის მოსწავლეებმა უცნაური ექსპერიმენტის ჩატარება მას მერე გადაწყვიტეს, რაც ერთ დღეს თავი ცუდად იგრძნეს და მიზეზად მათ ოთახში, საწოლთან ახლოს მდებარე ტელეფონები და Wi-Fi როუტერის ზემოქმედება მიიჩნიეს.

Wi-Fi-ს ზემოქმედება რომ შეემოწმებინათ, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ქოთნებში დაერგოთ მცენარეები, რომელთა ერთ ნაწილს დადგამდნენ ოთახში, სადაც არ იყო Wi-Fi-ს წვდომა და მეორე ნაწილს იქ, სადაც 2Wi-Fi როუტერი იჭერდა.

2 კვირაში მოწაფეებმა შეამოწმეს მცენარეები: იმ მცენარეებმა, რომლებიც იმ ოთახში განათავსეს, სადაც Wi-Fi-ს წვდომა არ იყო, გაიხარეს, ხოლო დანარჩენები – მოკვდნენ.

“ბავშვების მიერ ჩატარებულმა ამ ცდამ და იმ საკითხმა, რამდენად მავნებელია ჯანმრთელობისთვის მობილური ტელეფონები და Wi-Fi მოწყობილობები, დიდი აჟიოტაჟი და ცხარე დისკუსია გამოიწვია”, – ამბობს მოსწავლეების ბიოლოგიის მასწავლებელი კიმ ჰორსევადი.

კაროლინის ინსტიტუტის თანამშრომლები მოცემული ექსპერიმენტის ლაბორატორიულ პირობებში განმეორებას აპირებენ.

წყარო: www.marao.ge

თეგები: Wi-Fiექსპერიმენტისაზოგადოებაცდა