ღირსეული “შრომის კოდექსის” მიღების მოთხოვნით, საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმა და დასაქმებულებმა პარტლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი იმ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, რომელიც “შრომის კოდქსში” მეორე მოსმენისთვის შევიდა. კერძოდ, საუბარია, 40 საათიანი სამუშოა კვირის 48 საათამდე ზრდაზე, დასაქმებულის დაუსაბუთებლად გათავისუფელებაზე, დეკრეტული შრომის პირობებსა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე. აქციას რეგიონებიდან დასაქმებულები შეუერთდნენ. მეტალურგთა პროფკავშირის ხელმაღვანელის თამაზ დოლაბერიძის თქმით, კოდექსის პირველი ვარიანტი საზოგადოებასთან შეთანხმებული იყო, “ხოლო შემდეგ პროცესებმა კულუარებში გადაინაცვლა და ისეთი კოდექსი მივიღეთ, რომელიც დამსაქმებელს ახალისებს,” – აცხადებს დოლაბერიძე. მისივე განცხადებით, დასაქმებულებისთვის ღირსეული “შრომის კოდექსის” შემუშავება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ისინი ცდილობენ ამ დაპირების შესრულებას მიაღწიონ.
მოვითხოვთ ღირსეულ შრომის კოდექსს – აქცია პარლამენტთან
10 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 25
ღირსეული “შრომის კოდექსის” მიღების მოთხოვნით, საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმა და დასაქმებულებმა პარტლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს.
თეგები: აქცია პარლამენტთან • პარლამენტი • შრომის კოდექსი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები