რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისში, მდ. რიონში გადავარდნილი ქალბატონი ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. ცნობილია, რომ ქალბატონი 60 წლამდე ასაკის არის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის კახა მაჩიტიძის თქმით, მათთვის უცნობია ქალბატონი წყალში როგორ აღმოჩნდა. მაჩიტიძის განმარტებით, მაშველები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ და ქალბატონის გადარჩენა შეძლეს.
ადგილზე მყოფი მოქალაქეების განმარტებით, წყალში მყოფი ქალბატონი პირველად პოლიციამ შეამჩნია.
რიონში ჩავარდნილი ქალი მაშველებმა გადაარჩინეს
10 ივნისი, 2013 • ქრისტინე ქარჩხაძე • 21
საგანგები სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის კახა მაჩიტიძის თქმით, მათთვის უცნობია ქალბატონი წყალში როგორ აღმოჩნდა.
თეგები: რიონი • ქუთაისი • წყალში ჩავარდნილი ქალი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები