|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 ნოემბერს ქუთაისში ტარიელ სუარი დაუკრავს

2016 წლის 4 ნოემბერს 19:00 საათზე მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში დაგეგმილია ხელოვნების სააგენტოს “ARTP RODUCTING GEORGIA” პროექტი „ესპანური გიტარა“.

ღონისძიების სოლისტი არის გერმანიაში მოღვაწე ფრანკფურტის სამუსიკო აკადემიის პროფესორი, ცნობილი ქართველი მუსიკოსი, კლასიკოსი გიტარისტი ტარიელ სუარი.

პროგრამაშია: სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე ესპანელი კომპოზიტორების შედევრები.

"პროექტი საქველმოქმედო ხასიათისაა. უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდში გადარიცხული თითოეული თეთრი არა მხოლოდ დაეხმარება და გაახარებს უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებს, არამედ ხელს შეუწყობს, რომ საქართველოშიც აღიზარდონ ისეთი დიდი ხელოვანები, როგორებიც იყვნენ და არიან რეი ჩარლზი, ანდრეა ბოჩელი, სტივი უანდერი, ხოაკინ როდრიგო და სხვები", -ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის საბანკო რეკვიზიტები ლიბერთი ბანკი GE10LBO115150671795001

ავტორი: ანი ლიპარიშვილი