4 ოქტომბრამდე სასწავლო დაწესებულებები დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ
იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისი განმარტებით, 4 ოქტომბრამდე სასწავლო დაწესებულებები იფუნქციონიერებენ დისტანციურ რეჟიმში.
„როგორც სახელმწიფო, ასვე კერძო ბაღები, არ ინფუნქციორებენ 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბერს რასაკვირველია ამ საკითხს დავუბრუნდებით. რაც შეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე ეს დაწესებულებები იფუნქციონიერებენ დისტანციურ რეჟიმში.
რაც შეეხება სკოლებს, მინდა დავაკონკრეტო, 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე.
მინდა დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბერს და როგორი კრიტერიუმით ვისარგებლებთ. გადავწყვიტეთ, რომ დიფერენცირებული მიდგომა გვექნება. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, იქ სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და შესაბამისად, აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება, კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.
როგორც იცით, ამჟამად საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის, „დელტა“ შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს. ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო“,-განაცხადა ჩხენკელმა.
ავტორი: ნიუპრესი