4 სექტემბრიდან ხილული გამონაბოლქვისთვის ავტომობილის მძღოლები დაჯარიჯდებიან
4 სექტემბრიდან ავტომობილის მძღოლები ხილული გამონაბოლქვისთვის დაჯარიმდებიან.
საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 100, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 500 ლარით განისაზღვრა, თუმცა კანონში უკვე არის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ 15 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და 300 და 1500 ლარი გახდება.
ასევე, 15 კალენდარული დღის განმავლობაში დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში, გასამმაგებული ჯარიმა გაორმაგდება და იქნება ფიზიკური პირებისთვის 600, იურიდიული პირებისთვის კი – 3000 ლარი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის მონიტორინგს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოხდება.
პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება 10 ეკიპაჟი, რომელიც ჩამოთვლილ 4 ქალაქში გადანაწილდება და ავტომობილებს სპეციალური გამზომი ხელსაწყოებით შეამოწმებს, რომლებიც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობას ზომავს.
ავტორი: ნიუპრესი