|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპიდან 4 თვეში 1260 ადამიანის რეადმისია განხორციელდა

ევროკავშირის ქვეყნებმა 2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით საქართველოს რეადმისიის საფუძველზე სამშობლოში 1 290 ადამიანის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა. ქართულმა მხარემ 30 ადამიანის მიმართ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე — 854 გერმანიიდან გამოაძევეს.  105 საფრანგეთიდან, 102 ნიდერლანდებიდან, ავსტრია — 88, შვედეთი — 29 და საბერძნეთი — 21. 

რეადმისიის შესახებ შეთანხმებას ხელი მხარეებმა 2010 წელს მოაწერეს. დოკუმენტი 2011 წელს ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ სფეროში. რეადმისიის საფუძველზე, ადამიანების ტრანსპორტირების ხარჯებს მოქალაქეების მიმღები მხარე ანაზღაურებს, თუმცა აქვს უფლება, თანხა გამოძევებულ ადამიანს გადაახდევინოს. 

 ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზები 2017 წლის მარტში გააუქმა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ტურისტულ, საქმიან და მიწვევით ვიზიტებზე (180 დღიდან 90 დღის განმავლობაში).

ბოლო მონაცემებით, უვიზო მიმოსვლით საქართველოს 192 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

ბოლო დროს ევროკავშირის ქვეყნებმა არაერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდის გამო. შეშფოთება გამოთქვეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

(ფოტო- არქივიდან)

 

წყარო

ავტორი: ნიუპრესი