|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა

დღეიდან 24 ივლისიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. ამიტომ, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 300-ზე მეტი ბილეთია სხვადასხვა მიმართულებით უკვე გაყიდული.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ის 2019 წლის ნიშნულზე დარჩა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე 2020 წელი შიდა ტურიზმის წლადაა გამოცხადებული და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ვიზიტორებს მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა