ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

Facebook – ს ახალი ფუნქცია ჰეშტეგები დაემატა

14 ივნისი, 2013 • ნიუპრესი • 22

Facebook – ს ახალი ფუნქცია ჰეშტეგები დაემატა

“ჰეშტეგის” გამოყენებით მომხმარებლისთვის სასურველი ინფორმაცია რამდენიმე წამში იძებნება.

სოციალურ ქსელ Facebook – ს ახალი ფუნქცია, ე.წ. “ჰეშტეგები” (hashtag) დაემატა.

“ჰეშტეგების” მეშვეობით კი Facebook-ის მომხმარებელი მისთვის საინტერესო ინფორმაციის თვალის მიდევნებას უფრო ადვილად შეძლებს.

როგორც ირკვევა, “ჰეშტეგი” – დათაგული სიტყვაა, რომელსაც წინ სიმბოლო # უძღვის და აქტიურ ლინკად იქცევა.

“ჰეშტეგის” გამოყენებით, Facebook – ის მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია, ნებისმიერი სასურველი სიტყვით, რამდენიმე წამში გლობალურად იძებნება.

ე.წ. “ჰეშტეგი” მომხმარებელს, ასევე სხვა სერვისებთან: Instagram, Twitter Tumblr – თან დააკავშირებს.

“ჰეშტეგებს,” როგორც ირკვევა, ჯერჯერობით Facebook – ის მომხმარებელთა 20% იყენებს. თუმცა Facebook – ის ახალი ფუნქცია, რამდენიმე კვირაში გლობალურად გავრცელდება.

წყარო: ambebi.ge

თეგები: საზოგადოებასაინტერესო ამბებისოციალური ქსელიფეისბუქიჰეშტეგი