June 17, 2013

კულტურის სამსახურის უფროსის საქმეზე დღეს მოწმეებს დაკითხავენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, თემურ ცამციშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე მოწმეებს დაკითხავენ. სასამართლო პროცესი 14 საათზე დაიწყება.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს კიდევ რამდენიმე სხდომის ჩატარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ თემურ ცამციშვილს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვას ედავება.