ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გოგი წულაია: “800 უსაქმური არ უნდა იყოს მერიაში”

19 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 21

გოგი წულაია: “800 უსაქმური არ უნდა იყოს მერიაში”

გოგი წულაია ქუთაისის მერიის „ნაციონალი“ თანამშრომლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ამორალურს უწოდებს. მისი თქმით, მერიაში მომუშავეთა 90% კრიმინალია.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს მერიის რეორგანიზაციის საქმეში მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს, მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გოგი წულაია ქუთაისის მერიის „ნაციონალი“ თანამშრომლების მიერ დღეს გამართულ საპროტესტო აქციას ამორალურს უწოდებს. მისი თქმით, მერიაში მომუშავეთა 90% კრიმინალია.

„ისინი გაყალბებებსა და კორუფციაში მონაწილეობდნენ. უსუსურია პროკურატურა და არჩილ კბილაშვილი, რომ „ნაციონალებს“ ამდენს აბლატავებენ. მე ყველანაირად დავუდგები ქალაქის მერს გვერდით, თუ დიმიტრი კოპალიანი მერიაში არსებულ კადრებს ოპტიმალურ რაოდენობამდე დაიყვანს. 800 უსაქმური არ უნდა იყოს მერიაში. ეს აფერხებს ქალაქის განვითარებას და 10 მილიონს საჭიროებს მათი ხელფასებისა და პრემიის სახით,“ – ამბობს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა გათავისუფლება დღეს ოფიციალურად დაიწყო.

თეგები: "თავისუფალი საქართველო"ნაციონალებიქუთაისის მერია