ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერში, დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

30 ივნისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 21

ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერში, დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

ქუთაისში, ბალანჩივაძეების ოპერის თეატრში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული პრაიმერის შედეგები ცნობილია.

ქუთაისში, ბალანჩივაძეების ოპერის თეატრში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული პრაიმერის შედეგები ცნობილია. ქუთაისში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებული პრაიმერის მიხედვით დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. ოპერის თეატრში, ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 365 ადამიანმა მიიღო, რომელთა უმრავლესობამ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად ბაქრაძე აირჩია. შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძესთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული პრაიმერში გიორგი ბარამიძე, შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.

თეგები: ნაციონალური მოძრაობაპრაიმერიქუთაისი