ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ხელშეკრულება 4 დღეში გაფორმდება

1 ივლისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 22

ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ხელშეკრულება 4 დღეში გაფორმდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აზიის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულებას 4 ივლისს მოწერება ხელი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრო აზიის განვითარების ფონდთან 4 ივლისს ხელშეკრულებას გააფორმებს. სამინიტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ქუთაისში წყალმომარაგების საკითხის მოგავრებას შეეხება.

ამის შესახებ განცხადება, დღეს ქუთაისში ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელბთან შეხევდრის დროს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ გააკეთა.

“ქუთაისში წყალმომარაგების პრობლემა მალე უნდა მოგვარდეს. ეს ხელშეკრულება კი, 24 საათიანი წყალმომარაგების წინაპირობა იქნება”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ქუთაისში სულ 26. 422 935 ლარი დაიხარჯება. ხოლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია – 4Cobra Instalaciones y Servicios SA” განახორციელებს.

თეგები: მინისტრიქუთაისის მერიაშეხვედრა