ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტიდან ხარკოვში ფრენის ღირებულება 40 ევროდან იწყება

1 ივლისი, 2013 • ანა ჯანაშია • 22

ქუთაისის აეროპორტიდან ხარკოვში ფრენის ღირებულება 40 ევროდან იწყება

ავიაკომპანია „ვიზაირი“ ხარკოვის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ განახორციელებს.

1 ივლისს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხარკოვის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა.

ქუთაისის აეროპორტიდან ხარკოვში შესრულებული პირველი რეისი ავიაკომპანია „ვიზაირი“ – ს მიერ განხორციელდა. (იხილეთ ვიდეო)

კომპანია “ვიზაირში” აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით ფრენის ღორებულება 40 ევროდან იწყება. ბილეთის ფასი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის შეიძენს მას მგზავრი.

ავიაკომპანია „ვიზაირი“ ხარკოვის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ განახორციელებს.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ქეთევან ალექსიძე ამბობს, ავიაკომპანია „ვიზაირის“ მხრიდან ხარკოვის მიმართულებით რეისის შესრულება საქართველოში საგრძნობლად გაზრდის ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობას.

იხილეთ ვიდეო

თეგები: აეროპორტიქუთაისიხარკოვი