ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ვიცე-მერების გათავისუფლებას მერიაში რეორგანიზაციით ხსნიან

5 ივლისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 22

ქუთაისის ვიცე-მერების გათავისუფლებას მერიაში რეორგანიზაციით ხსნიან

ქუთაისის ვიცე-მერების-ამირან ძოწენიძისა და კოტე რატიანის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფენ ქუთაისის მერიაში..

ქუთაისის ვიცე-მერების-ამირან ძოწენიძისა და კოტე რატიანის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფენ ქუთაისის მერიაში.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის ვახტანგ წოწონავას თქმით, ვიცე-მერები მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს.

წოწონავას თქმით, მერიაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება, სადაც მონაწილეობის მიღება გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომვიცე-მერები დღეს გაათავისუფლეს. მათი გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნულის მიზეზად სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევაა მითითებული.

თეგები: ვიცე-მერების გათავისუფლებაპოლიტიკური ნიშნით დევნაქუთაისის მერია