ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

განათლების მინისტრი დიმიტრი კოპალიანი გახდება?

11 ივლისი, 2013 • ია ბობოხიძე • 20

განათლების მინისტრი დიმიტრი კოპალიანი გახდება?

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის შემცვლელის ერთ-ერთ კანდიდატად ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის კანდიდატურა განიხილება.

თავად კოპალიანი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. განათლების მინისტრის შესაძლო კანდიდატურების შესახებ მედია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ბათუმში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი თანამდებობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო უახლოეს დღეებში დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარის კანდიდატურაც განიხილება.

თეგები: განათლების მინისტრიდიმიტრი კოპალიანიქუთაისი