საქართველოს პროკურატურა წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაბრუნებას იწყებს. “ნიუპრესს.გეს” ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი დღეს საქართველოს სხვადასხვა რაიონში ერთდროულად დაიწყება.
პროკურატურა ამ ეტაპზე იმ ავტომანქანებს დააბრუნებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ჯერ კიდევ არ იყო.
აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების კანონიერი მფლობელებისთვის გადაცემის პროცესი ქუთაისში უკვე შედგა. დღესვე, იგივე პროცედურა 13:00 საათზე – აჭარაში, ბათუმის პროკურატურაში გაიმართება, პარალელურ რეჟიმში მოხდება იგივე რუსთავშიც, ნელ-ნელა კი პროცესი ქვეყნის ყველა ტერიტორიულ დანაყოფში გაგრძელდება.
ქუთაისში პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული მანქანები დააბრუნა
13 ივლისი, 2013 • ია ბობოხიძე • 69
პროკურატურა წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაბრუნებას იწყებს
თეგები: პროკურატურა • უკანონოდ ჩამორთმეული ქონება • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები