ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მომწამლავმა ნივთიერებამ გაჟონა

27 ივლისი, 2013 • თეა ზიბზიბაძე • 18

ქუთაისში მომწამლავმა ნივთიერებამ გაჟონა

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ამიაკის გაჟონვა ნიკეას დასახლებაში, რძის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ მაცივრების აფეთხებას მოჰყვა.

ქუთაისში, დღეს გამთენიისას (დაახლოებით 1 საათზე) მომწამლავმა ნივთიერებამ ამიაკმა გაჟონა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ამიაკის გაჟონვა ნიკეას დასახლებაში, რძის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ მაცივრების აფეთხებას მოჰყვა. შემთხვევის შედეგად ქალაქში საშინელი სუნი გაჩნდა, რის გამოც, მოსახლეობის თქმით, ქალაქის ქუჩებში მისული სასწრაფო დახმარების ჯგუფები მათ ბავშვების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ურჩევდნენ. “ჯერ ხმაურიმა გაგვაღვიძა, შემდეგ საშინელი სუნი იყო, უცებ სასწრაფოც გამოჩნდა, ქუჩებში იყვნენ და ხალხს აფრთხილებდნენ ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ. ბევრი ქალაქარეთ წავიდა. ახლა სუნი აღარ გვაწუხებს” – აცხადებენ ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრებლები.

თეგები: ამიაკიაფეთხებაქუთაისი