ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერი – კონკურსი მიმდინარე კვირას გამოცხადდება

30 ივლისი, 2013 • ანა ჯანაშია • 24

ქუთაისის მერი – კონკურსი მიმდინარე კვირას გამოცხადდება

“კონკურსის შესახებ ჩვენ შეხვედრა უკვე გვქონდა საკრებულოს თავმჯდომარესთან,” – ამბობს ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი.

ქუთაისის მერიაში კონკურსი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გამოცხადდება. ამის შესახებ, newpress.ge – ს ქუთაისის მერმა, დიმიტრი კოპალიანმა განუცხადა. “კონკურსის შესახებ ჩვენ შეხვედრა უკვე გვქონდა საკრებულოს თავმჯდომარესთან. თუმცა მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, კონკრეტული საკონკურსო პირობებისა და ზუსტი ვადების თაობაზე,” – ამბობს ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ახალი მერის დანიშვნის შემდეგ, მერიაში რეორგანიზაცია განხორციელდა. რომლის შედეგადაც, ძველი კადრები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ქუთაისის მერიაში, ახალი თანამშრომლების მიღება სწორედ კონკურსის შედეგად უნდა მოხდეს.

თეგები: დიმიტრი კოპალიანიკონკურსიქუთაისის მერია