ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კახი კალაძეს, ქუთაისის მერიაში ამ დრომდე ელოდებოდნენ. მერიაში კალაძეს დღის 2 საათისათვის ელოდებოდნენ. თუმცა, ქუთაისის მერის პრეს–სამსახურში განმარტავენ, რომ მინისტრმა ქალაქი გადაუდებელი საქმის მიზეზით დატოვა. შეგახსენებთ, რომ დღეს კალაძე “ენერგო პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს ოფისში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის რეგიონის 11–ვე მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა. მინისტრმა მათგან რეგიონში მიმდინარე გამრიცხველიანების პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრა ქუთაისის მერიაში არ შედგა
5 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 22
კახი კალაძემ ქუთაისი გადაუდებელი საქმის მიზეზით დატოვა.
თეგები: ენერგეტიკის მინისტრი • ქუთაისის მერია • შეხვედრა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები