ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისს გორა–საქუსლიას ამომრჩეველი დაემატება

7 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 24

ქუთაისს გორა–საქუსლიას ამომრჩეველი დაემატება

ქუთაისში ორი საარჩევნო უბნის (#75–ე და #74–ე უბნების) გაერთიანების ხარჯზე, გორას–საქუსლიაში საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიას გორა–საქუსლიას ამომრჩველი დაემატა. მათ ხმის მიცემის შესაძლებლობა, საგანგებოდ #75–ე საარჩევნო უბანში მიეცემათ, რომელიც მე–15–ე საჯარო სკოლაში იქნება განთავსებული.
აღნიშნულ დასახლებაში დამატებული #75 საარჩევნო უბანი, ქუთაისში ორი საარჩევნო უბნის (#75 და #74 უბნების) გაერთიანების ხარჯზე მოხდა.
ქუთაისის საოლქო კომისიის თამჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ქუთაისში საარჩევნო უბნები არ გაიზრდება. “ვინარჩუნებთ საარჩევნო უნების რაოდენობას და 127 საარჩევნო უბანი იქნება,” – ამბობს ოსეფაიშვილი.

თეგები: არჩევნებისაარჩევნო ოლქიქუთაისი