ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საარჩევნო უბნების დასაკომპლექტებლად კონკურსი 19 აგვისტოს გამოცხადდება

7 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 22

ქუთაისში საარჩევნო უბნების დასაკომპლექტებლად კონკურსი 19 აგვისტოს გამოცხადდება

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისაში განცხადებების შეტანის ვადა 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ქუთაისში, 127-ვე საარჩევნო უბნის დასაკომპლექტებლად კონკურსი, მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოცხადდება. კონკურსი, რომელიც განაცხადების შეტანას ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისაში ითვალისწინებს, 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.
“კონკურსი კომისიის 6 წევრის ასარჩევად გამოცხადდება, ხოლო დანარჩენი 7 წევრს პოლიტიკური პარტიები წარადგნენ,” – ამბობს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საარჩევნო საოლქო კომისია უკვე დაკომპლექტდა 13 წევრისგან.

თეგები: არჩევნებიოლქიქუთაისი