ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ჯარისკაცთა მემორიალს მერიის სამსახურები ახლა აწესრიგებენ

8 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 52

ქუთაისში ჯარისკაცთა მემორიალს მერიის სამსახურები ახლა აწესრიგებენ

ქალაქის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზონების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ.

ქუთაისში, აღმაშნებლის გამზირზე მდებარე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალს დასუფთავების სამსახური ამ წუთებში აწესრიგებს. ადგილზე უკვე მოსულია ქალაქის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზონების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტომ ომის მოვლენებიდან 5 წლისთავის აღსანიშნავად, ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მემორილს 11 საათზე ყვავილებით შეამკობენ და ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრებიან.

თეგები: აგვისტოს ომიმემორიალიქუთაისი