ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერი ენერგეტიკის მინისტრს ხვდება

9 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 22

ქუთაისის მერი ენერგეტიკის მინისტრს ხვდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და ქუთაისის მერის შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

ამ წუთებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. ალტერნატიული ენერგიის გამოყენება, ზამთარში ძაბვის ვარდნის პრობლემა, ქვესადგურების მდგომარეობის გაუმჯობესება, ქუთაისში ქსელის ოპტიმიზაცია და ენერგიის ეფექტურად გამოყენება – ეს ის საკითხებია, რომელთაც მხარეები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ კახი კალაძე “ენერგო–პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდა. სწორედ, იმ დროს იყო დაგეგმილი ქუთაისის მერსა და ენერგეტიკის მინისტრს შორის შეხვედრა, თუმცა მაშინ გაურკვეველი მიზეზის გამო ჩაიშლა.

თეგები: დიმიტრი კოპალიანიკახა კალაძექუთაისის მერია