ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულო მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განიხილავს

9 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 22

ქუთაისის საკრებულო მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განიხილავს

საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ საკითხის დამტკიცებამ ქუთაისის საკრებულოში ხმაური გამოიწვია.

ქუთაისის საკრებულოს 54–ე რიგგარეშე სხდომაზე, მერიაში ვაკანუტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ საკითხის დამტკიცებამ, ხმაური გამოიწვია. საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატების განმარტებით, საკონკურსო–საატესტაციო კომისიას მორალური უფლება არ აქვს ქალაქს თვითმმართველობის წარმომადგენლები შეურჩიონ. “კომისიის 7 წევრიდან 4 წევრი დაკავებულია თავიანთი ოჯახის წევრების დასაქმებით და მათ არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ ვინმე შეარჩიონ,” – ამბობს საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატი გია გოქაძე. შეგახსენებთ, რომ მერიაში კონკურსი მომავალ კვირას გამოცხადდება.

თეგები: საკრებულოსხდომაქუთაისი