ქუთაისის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული მერი კახიანის სასამართლო პროცესზე მერიის იურისტები არ გამოცხადდნენ. კახიანმა მერიის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 24 ივლისს მიმართა. ქუთაისის საქალაქო სასამართლო, კახიანის მსგავსად, მერიიდან გათავისუფლებული 11 თანამშრომლის საქმეებს, მიმდინარე კვირის ორშაბათიდან განიხილავს. ამ დროისათვის, მერიის 5 ყოფილი თანამშრომლის მოსაზადებელი პროცესის განხილვა უკვე დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარე არც ერთ მათგანს არ დასწრებია. მერიიდან გათავისუფლებულთა სარჩელები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფლებადამცველების მიერაა მომზადებული. არასამთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი, თეონა ზაქარიაშვილი აღნიშნული პირების სამსახურიდან გათავისუფლებას, მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის მოტივით უკანონოდ მიიჩნევს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომლების ძირითადი პროცესი 20 აგვისტოს დანიშნა. როგორც თეონა ზაქარაშვილი განმარტავს, ძირითად პროცესზე მერიის ადვოკატების გამოუცხადებლობა, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანას ხელს ვერ შეუშლის.
ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებულთა პროცესებზე მერიის იურისტები არ ცხადდებიან
14 აგვისტო, 2013 • დეა მანაგაძე • 28
ამ დროისათვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიის 5 ყოფილი თანამშრომლის პროცესი დასრულებულია. მოწინააღმდეგე მხარე არც ერთ მათგანს არ დასწრებია.
თეგები: მერი კახიანი • სასამართლო პროცესი • ქუთაისის მერია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები