ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის უნდათ“

30 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 25

„ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის უნდათ“

სასხლის დირექტორის მიხეილ ფხაკაძის განმარტებით, მას ახალი თანამდებობა დაკავებული პოსტის დატოვების მიზნით შესთავაზეს.

ქუთაისის მოსწავლე–ახლაგაზრდობის სასახლის დირექტორს მიხეილ ფხაკაძეს, დაკავებული თანამდებობის დატოვების მიზნით, ქუთაისის სამუსიკო სკოლების აიპ გაერთიანებაში გადასვლა შესთავზეს. ამის შესახებ განცხადებას თავად ფხაკაძე აკეთებს. მისი განმარტებით, ახალი სამსახური ზემოთ აღნიშნული აიპ გაერთიანების ხელმძღვენელმა, ლადო პატარიძემ შესთავაზა.
“დამიბარა პატარიძემ და შემომთავაზა აიპ გაერთიანებაში თანამდებობა, რაზეც მე უარი ვუთხარი. რადგან, ახალ სამსახურში გადასვლის შემდეგ, სასახლის დირექტორის პოსტის ავტომატურად დატოვება მომიწევდა. მათ სწორედ ეს უნდათ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ მოსწავლე–ახალგზარდობის სასახლე. მე არსად წასვლას არ ვაპირებ”, – განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ ფხაკაძემ.
მისი თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ მოიაზრება, დაკავებული თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, მოსაწავლე–ახალგაზროდბის სასახლის დირექტორის პოსტზ. მიხეილ ფხაკაძე მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექოტრად 2011 წლის თებერვალში დაინიშნა.

თეგები: დაპირისპირებამოსწავლე ახალგაზრდობის სასახლექუთაისი