ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისზე ფილმს იტალიელი ჟურნალისტი გადაიღებს

5 სექტემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 25

ქუთაისზე ფილმს იტალიელი ჟურნალისტი გადაიღებს

იტალიელი ჟურნალისტი ფილმის გადასაღებად ქუთაისში ევროკომისიამ მას შემდეგ მოავლინა, რაც ქალაქში ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული ტურიზმის პროექტი ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა.

ქუთაისში ტურიზმის განვითარების შესახებ ფილმს იტალიელი ჟურნალისტი სიმონ ბუკრიე გადაიღებს. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ამბობს, ფილმში ასხული იქნება ქუთაისში არსებული ღირსეშანიშნაობები და ტურიზმის განვითარების დონე. იტალიელი ჟურნალისტი ფილმის გადასაღებად ქუთაისში ევროკომისიამ მას შემდეგ მოავლინა, რაც ქალაქში ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული ტურიზმის პროექტი ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. ,,ევროკომისიამ ჩვენი პროექტი ტურიზმის მდგრადი განვითარების შესახებ ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა. რადგან ამ პროექტს ნამდვილად მოჰყვა შედეგები.შესაბამისად, ის ჩრდილოვანი აზრებიც გაიფანტა, ვინც ჩვენს პროექტებს დღემდე აკრიტიკებს. ასე, რომ ჩვენ ღირსეულად ჩავაბარეთ გამოცდა, ამას დღეს ჩამოსული სტუმარიც მოწმობს”- ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე.

თეგები: ტურიზმიფილმი ქუთაისზექუთაისი