ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის კიდევ ერთი ყოფილი ვიცე–მერის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

6 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 25

ქუთაისის კიდევ ერთი ყოფილი ვიცე–მერის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ამირან ძოწენიძე განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 17:00 საათზე იმერეთის მოქმედი ვიცე–გუბერნატორის და ყოფილი ვიცე–მერის, ამირან ძოწენიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ამირან ძოწენიძე განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
ყოფილი ვიცე–მერი თანამდებობიდან მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგად გაათავისუფლეს. მასთან ერთად, თანამდებობა მეორე ვიცე–მერს, კოტე რატიანსაც დაატოვებინეს. თუმცა, ამ უკანასკნელის სარჩელი სასამართლომ გასულ კვირას დააკმაყოფილა.
ამირან ძოწენიძე ვიცე–მერის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, იმერეთის ვიცე–გუბერნატორად დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზააციის შედეგად, ძველი თანამშრომლები გაათავისუფლეს.

თეგები: ვიცე მერისასამართლო პროცესიქუთაისი