ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში დევნილებს ასახლებენ – 60 ოჯახს შენობის დასაცლელად 2 დღიანი ვადა მისცეს

9 სექტემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 25

ქუთაისში დევნილებს ასახლებენ – 60 ოჯახს შენობის დასაცლელად 2 დღიანი ვადა მისცეს

თუკი დევნილები საკუთარი ნებით 2 დღეში მათ მიერ დაკავებულ ფართებს არ გაათავისუფლებენ, მათ პოლიციის ძალით გამოსახლებენ.

ქუთაისში, ყოფილი #44 მუსიკალური სკოლის შენობაში შესახლებულ 60–მდე დევნილ ოჯახს გამოსახლება ემუქრება. მიმდინარე სარემონტო სამუშოებთან დაკავშირებით დევნილებს შენობის დასაცლელად ორდღიანი ვადა მისცეს. თუკი დევნილები საკუთარი ნებით აღნიშნულ ვადაში დაკავებულ ფართებს არ გაათავისუფლებენ, მათ პოლიციის ძალით გამოსახლებენ. “მერამდენედ უნდა გაგვასახლონ და დაგვტოვონ ქუჩაში. ოთხი თვეა შუქი არ გვაქვს, ისედაც გატანჯული ვცხოვრობთ და კიდე ქუჩში უნდა დავრჩეთ?” – აცხადებს შენობაში მცხოვრები დევნილი თეა ფანცულაია. შენობის დაცლის შესახებ ინფორმაცია დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილისა და სამინისტროს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ლიკა კილაძისაგან შეიტყვეს. თუმცა, ორივე მათგანმა მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს. როგორც დევნილები აცხადებენ, სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ ქირით დროებით გადასვლა შესთავზეს, თუმცა დევნილების განცხადებით, გარანტია იმისა, რომ ყველა ოჯახი დაბრუნდება უკან არ არსებობს.

თეგები: გამოსახლებადევნილებიქუთაისი