ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია სასწავლო წლის დაწყებას 1500 ლარიანი სადილით აღნიშნავს

10 სექტემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 22

ქუთაისის მერია სასწავლო წლის დაწყებას 1500 ლარიანი სადილით აღნიშნავს

30 პირზე გათვალისიწინებული საზეიმო სადილი 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე გაიმართება.

ქუთაისის მერიამ, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, საზეიმო სადილისათვის 1500 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, სადილს ქუთაისის მერია სასწავლო წლის დაწყებასთან დაკაშირებით მართავს. 30 პირზე გათვალისიწინებული საზეიმო სადილი 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე გაიმართება. ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ ტენდერში მონაწილეობის სურვილი ამ დრომდე არც ერთ კომპანიას არ გამოუთქვმს.

თეგები: საზეიმო სადილიტენდერიქუთაისის მერია