ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა ზესტაფონში პოლიციელთან იჩხუბა

27 ივნისი, 2013 • ნიუპრესი • 29

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა ზესტაფონში პოლიციელთან იჩხუბა

ვიდეოკადრებში ასახულია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზესტაფონის საყავრიის უბნის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი მეგრელიშვილი, რომელიც ზესტაფონში, ჩხუბში ერთვება და შემდგომში, თავადაც ჩხუბობს პოლიციელებთან.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი ზესტაფონში, სხვა პირებთანერთად, პატრულს ეჩხუბა – აღნიშნული შემთხვევის თაობაზე newpress.ge-ს თვითმხილველმა აცნობა, რომელმაც შესაბამისი ვიდეომასალაც მოგვაწოდა.

წყაროს თქმით, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს, ვიდეომასალა ადგილზე მყოფი უცხოელი ტურისტების მიერ, სამოყვარულო კამერით არის გადაღებული. ვიდეოკადრებში ასახულია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზესტაფონის საყავრიის უბნის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი მეგრელიშვილი, რომელიც ზესტაფონში, ჩხუბში ერთვება და შემდგომში, თავადაც ჩხუბობს პოლიციელებთან.

ის რაც ვიდეოში არ ჩანს და რასაც თვითმხილველი ჰყვება: „მამაო იძახოდა – მე კაბის შიგნით “პრისტუპნიკი ვარ”, მღვდელი არ გეგონოთო“. კიდევ რას ჰყვება თვითმხილველი, ნახეთ აქ

თეგები: ვიდეო სიუჟეტიზესტაფონისასულიერო პირიჩხუბი