ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საკრებულოს უმრავლესობა – ქუთაისის მერის პოსტი არჩევითი უნდა იყოს

13 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 22

საკრებულოს უმრავლესობა – ქუთაისის მერის პოსტი არჩევითი უნდა იყოს

უმცირესობის ამ შეთავაზებაზე, საკრებულოს უმრავლესობის წარმოადგნლებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

ქუთაისი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე,”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა უმრავლესობას თანამშრომლობა შესთავაზა მერის მოვალეობის შემსრულებლის კომპეტენტური კადრის შერჩევაში.

საკრებულოს “ნაციონალი” წევრის, გია უკლებას განმარტებით, ქალაქის ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა ოკეანე გადმოლახა და მერიაში თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლა.

“ეს რომ კვლავ ასე არ მოხდეს, აუცილებელია დავსხდეთ და ერთად შევარჩიოთ კომპეტენტური პირი და ანალოგიური საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდება ქალაქი, რომელიც ახლა მერის გარეშეა დარჩენილი,” – განაცხადა უკლებამ.

უმცირესობის ამ შეთავაზებაზე, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. თუმცა, აღნიშნეს, რომ მერის პოსტი არჩევითი უნდა იყოს, რომლის არჩევის შესაძლებლობა მოსახლეობასაც უნდა ჰქონდეს.

თეგები: დიმიტრი კოპალიანისაკრებულოს სხდომაქუთაისის მერია