ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე ამ წუთებში მერიის წინ დილიდან შეკრებილ გარემოვაჭრეებს ხვდება. ლომიძე გარემოვაჭრეებთან მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც მათ გზა გადაკეტეს. “რას მიკეთებთ, როგორ სცადეთ გზის გადაკეტვა, მე თქვენ არ მოგცემთ უფლებას ქუჩაში ივაჭროთ. ამის უფლებას არც კანონი გაძლევთ. ამით დავამთავრე საუბარი”,– განუცხადა კოტე ლომიძემ გარემოვაჭრეებს. ამ წუთებში მერის მოვალოების შემსრულებელი და აქციის რამოდენიმე წარმომადგენელი დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ.
რას მიკეთებთ, როგორ სცადეთ გზის გადაკეტვა – ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი გარემოვაჭრეებს
17 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 23
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე ამ წუთებში მერიის წინ დილიდან შეკრებილ გარემოვაჭრეებს ხვდება.
თეგები: გარემოვაჭრეები • კოტე ლომიძე • ქუთაისის მერია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები