ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილი საქმეზე მიმდინარე პროცესზე ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სასამართლოს სიტყვით მიმართა. ჭიაბერაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაპატიმრებით ხელისუფლებას “ნაციონალური მოძრაობის” ლიკვიდაცია სურს, რასაც მთავრობა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ განახორციელებს. “თუკი ვანო მერაბიშვილის პატიმრობით გინდთ “ნაციონალური მოძრაობის” დასამარება, ეს ნამდვილად არ გამოგივათ და ამით შეგვიძლია დავასრულოთ დღევანდელი სასამართლო სხდომა,” – განაცხადა სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ამ დროისათვის სასამართლოზე, ბრალდების მხარემ დაასრულა მოწმის სტატუსის მქონე 4000–მდე ადამიანის სიის წაკითხვა და უკვე დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობების გადახედვა მიმდინარეობს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას – “ნაციონალური მოძრაობის” დასამარება არ გამოგივათ
19 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 23
ჭიაბერაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაპატიმრებით ხელისუფლებას “ნაციონალური მოძრაობის” ლიკვიდაცია სურს.
თეგები: ვანო მერაბიშვილი • სასამართლო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები