ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიაში დასაქმების მსურველებმა საკონკურსო კომისიის წინააღმდეგ აქცია გამართეს

20 სექტემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 20

ქუთაისის მერიაში დასაქმების მსურველებმა საკონკურსო კომისიის წინააღმდეგ აქცია გამართეს

აქციის მონაწილეთა თქმით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

ქუთაისის მერიაში დასაქმების მსურველები საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უნდობლობას უცხადებენ. ამ მიზნით მერიაში დასაქმების მსურველთა გარკვეულმა ჯგუფმა ქუთაისის მერიის შენობის წინ აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს. “ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა არ განიხილეს და იმ მიზეზით მოხსნეს, რომ არ მქონდა წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტები. საჭირო დოკუმენტად ისინი მიიჩნევენ ე.წ CV-თან ერთად დართულ კანდიდატების ავტობიოგრაფიას. შეტანილი მქონდა განაცხადი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოსტზე, თუმცა უკვე შიდა ინფომაიციებით გავიგე რომ ჩემი კანდრდატრურა ამ მიზეზით მოხსნეს,”- ამბობს სამოქალაქი ინტერესების დაცვის ცენტრ “არგუსის” ხელმძვანელი მანანა მანაგაძე. მასთან ერთად, საკონკუროს-საატესტატო კომისის უნდობლობას უცხადებს გია რატიანი, რომელსაც განცხადება მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა სამსახურის უფროსის პოსტის დასაკავებლად ქონდა შეტანილი. რატიანის თქმით, კომისია იმ კანდიდატებს იშორებს, რომლებიც მათ არ ჭირდებათ და ისეთებს განიხილავენ, რომლებიც მათ აწყობთ. როგორც დაწუნებული კანდიდატები ამბობენ, თუკი კომისია მათ პროტესტზე რესგირებს არ მოახდენს, დავას სასამართლოში გააგრძელებენ.

თეგები: დასაქმებაკონკურსიქუთაისის მერია