ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ვიცე–მერი “ნაციონალებს” – მადლობა რომ ბიუჯეტით დაინტერესდით

23 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 24

ქუთაისის ვიცე–მერი “ნაციონალებს” – მადლობა რომ ბიუჯეტით დაინტერესდით

შარაბაძის განმატებით, ის არავის არ აბარლებს ბიუჯეტის შეუსრულებულ ფინანსურ აქტივებს.

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებას, ბიუჯეტის შეუსრულებელ გეგმასთან დაკავშირებით, ქუთაისის ვიცე–მერი, გია შარაბიძე გამოეხმაურა. “მადლობა რომ ბიუჯეტით დაინტერესდით”, – აღნიშნა ქალქის ვიცე–მერმა.
შარაბაძის განმატებით, ის არავის არ აბარლებს ბიუჯეტის შეუსრულებულ ფინანსურ აქტივებს. თუმცა, ამბობს, რომ ეს ფაქტია. “არ ვამბობ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდება. მაგრამ რვა თვის განმავლობაში გეგმის მხოლოდ 58% არის შესრულებული. ახალი მთავრობა ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ გეგემა შესრულდეს. ამიტომაც გამოვაცხადეთ ტენდერები, გამოვიტანეთ გასაყიდად თვითმმართველობის ქონებები აუქციონზე”, – განმარტავს გია შარაბიძემ. ვიცე–მერი ასევე, გამოეხაურა “ნაციონალების” იმ განცხადებას, რომლის მიხედვით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის მიზნით, ინვესტორებს “მადას” შეგნებულად უკარაგავენ. “ქუთაისი პარალემენტის გარეშე არსებობდა და იყო მეორე ქალაქი”, – აღნიშნა ქუთაისის ვიცე–მერმა.

თეგები: გია შარაბიძევიცე მერიქუთაისი