ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეში პარალამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. ბესელიას განმარტებით, სტუდენტებთან დღევანდელი შეხვედრა აპოლიტიკურია და ის მხოლოდ, სამეცნიერო ფორმატს ატარებს.
“ეს კარგი საშუალებაა ისაუბრო აუდიტორიასთან, რასაც სტუდენტობა ჰქვია. დღევანდელი სტუდენტობა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ჩემი სტუდენტობის პერიოდში. ახლა სტუდენტები საინტერესო დროსა და სივრცეში არიან. ძალიან მალე მოუწევთ იმ პროფესიული გამოცდილების პრაქტიკული გამოყენება, რომელიც უნივერსიტეტში მიიღესს. თუმცა, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილონ პროფესიულ ეთიკაზე”, – განმარტა ბესელიამ სტუდენტებთა შეხვედრის დროს. ადამიანის უფელებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღევანდელ ლექცია კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტის ამპლუაში წაიკითხა. წერეთლის უნივერსიტეტში ბესელიას მოწვევა სტუდენტუტრი ჯგუფის ინიციატიით მოხდა.
ეკა ბესელია წერეთლის უნივერსიტეტში – სტუდენტები საინტერესო დროსა და სივრცეში არიან
23 სექტემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 19
ბესელიას განმარტებით, სტუდენტებთან დღევანდელი შეხვედრა აპოლიტიკურია და ის მხოლოდ, სამეცნიერო ხასიათის ფორმატს ატარებს.
თეგები: ბესელია • უნივერსიტეტი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები