ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ავტობუსის მძღოლები ტრანსპორტზე ფასის გაძვირებას არჩევნების შემდეგ ელოდებიან

25 სექტემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 19

ქუთაისში ავტობუსის მძღოლები ტრანსპორტზე ფასის გაძვირებას არჩევნების შემდეგ ელოდებიან

როგორც მძღოლები განმარტავენ, ისინი იმაზე შეთანხმდნენ, რომ ტრანსპორტის გაძვირება არჩევნების შემდეგ მოხდებოდა.

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლების თქმით, ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებისგან დაპირებები ნამდვილად მიიღეს. როგორც მძღოლები განმარტავენ, ისინი იმაზე შეთანხმდნენ, რომ ტრანსპორტის გაძვირება არჩევნების შემდეგ მოხდებოდა. “ჩვენ ვითხოვდით ფასის მომატებას ან მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირებას, რადგან ჩვენ მომხმარებელი შეგვიმცირდა და ცუდ დღეში ვართ. მოლაპარაკების დროს ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ არჩევნებამდე გვაცადეთ და შემდეგ რაღაცას მოგიხერხებთო,” – ამბობს საქალაქო ტრანსპორტზე მომუშავე, დათო ბერიძე. როგორც საავტობუსო ხაზებზე მომუშავე მძღოლები ამბობენ, მათ იმედი აქვთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრანსპორტზე ღირებულების გაზრდა მოხდება. შეგახსენებთ, რომ საქალაქო ტრანსპორტზე ტარიფის შესაძლო მომატების თაობაზე ინფორმაცია ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატმა, გია უკლებამ დღეს საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, ნიკა კეპულაძემ უარყო.

თეგები: საქალაქო ტრანსპორტიფასების ზრდაქუთაისი