ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ძეგლებზე ორენოვანი საინფორმაციო დაფები განთავსდება

28 სექტემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 25

ქუთაისში ძეგლებზე ორენოვანი საინფორმაციო დაფები  განთავსდება

როგორც კულტურის სამსახურში ამბობენ, აუცილებელია ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის ძეგლების შესახებ ინფორმაცია ადვილად მისაწვდომი იყოს.

ქუთაისში, კულტრულ ძეგლებზე საინფორმაციო დაფების გაკვრა იგეგმება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ქუთაისის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

როგორც ქუთაისის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ვაჟა ჯუღელი ამბობს, ადგილობრივებისა და ტურისტებისათვის მნიშვნელოვანია ძეგლების შესახებ ინფორმაცია ადვილად მისაწვდომი იყოს.

„ძალიან მალე ქუთაისში არსებულ ძეგლებსა და ბარელიეფებზე, ინგლისურ და ქართულ ენაზე მოკლე ინფორმაციები განსთავსდება და ძეგლის შესახებ საჭირო, მოკლე ინფორმაციის გაცნობა ყველა მსურველს შეეძლება,“ – განმარტავს ვაჟა ჯუღელი.

მისივე თქმით, ქუთაისში ასევე შენარჩუნებული იქნება ის ძეგლებიც, რომლებიც ქალაქში ძველი საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დგას.

„კიკვიძის ძეგლისა და სხვადასხვა კომუნისტური პერიოდის ბარელიეფების აღებას არ ვაპირებთ. რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია და აუცილებელია დაცული იყოს,“ – აცხადებს ჯუღელი.

თეგები: კულტურული ძეგლებისაინფორმაციო წარწერებიქუთაისი