ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერის მოვალეობას თენგიზ თოფურიძე 8 ოქტომბრამდე შეასრულებს

2 ოქტომბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 16

ქუთაისის მერის მოვალეობას თენგიზ თოფურიძე 8 ოქტომბრამდე შეასრულებს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მიმდინარე წლის 4 ნოემრამდე ვიცე–მერი, კოტე ლომიძე უნდა ყოფილიყო.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მიმდინარე წლის 8 ოქტომბრამდე, ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე იქნება.

თუმცა, როგორც აქამდე ცნობილი იყო, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე ვიცე–მერი, კოტე ლომიძე უნდა ყოფილიყო.

ამ დროისათვის ლომიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც თოფურიძე newpress.ge-სთან საუბრისას აცხადებს, აღნიშნული ცვლილების შესახებ მან ბრძანება გუშინ მიიღო. თენგიზ თოფურიძის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას, რადგან კოტე ლომიძესთან ერთად, ერთ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ.

თეგები: მერიმოვალეობის შემსრულებელიქუთაისი