ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კოტე ლომიძე – თუ ერთსულოვნება იქნება, ქუთაისის მერობის პასუხისმგებლობას ვიტვირთავ

2 ოქტომბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 22

კოტე ლომიძე – თუ ერთსულოვნება იქნება, ქუთაისის მერობის პასუხისმგებლობას ვიტვირთავ

“მარტო სკამზე ჯდომა არ არის საქმე,” – აცხადებს კოტე ლომიძე, რომელიც ქუთაისის მერის მოადგილის პოსტზე დღეს ოფიციალურიად დაინიშნა.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, მერის მოვალეობის შემსრულებლის ცვლილება იმ მიზეზით მოხდა, რომ კოტე ლომიძე ქუთაისის მერის მოადგილის პოსტზე ოფიციალურიად დაინიშნა.

“ქუთაისის მერის მოადგილე ერთდროულად ვერ იქნებოდა მერის მოვალეობის შემსრულებელი, ამიტომაც ეს პოსტი 8 ოქტომბრამდე თენგიზ თოფურიძემ დაიკავა. ამ ვადაში გადაწყდება, თუ ვინ იქნება ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი. ეს შეიძლება, მოხდეს ხვალ ან ზეგ, მაგრამ აუცილებლად 8 ოქტომბრამდე,” – ამბობს მარგველაშვილი.

ამჟამად ქუთაისის მერის მოადგილის პოსტზე მყოფი კოტე ლომიძე აცხადებს, ის მერის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა, იტვირთებს თუ არა მერის თანამდებობას, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ერთსულოვანი იქნებიან მისი გუნდის წევრები.

“მარტო სკამზე ჯდომა არ არის საქმე. ქალაქში პრობლემებია და თუ დავინახავ იმის პერსპექტივას, რომ გუნდში იქნება ერთსულოვნება და ამ პრობლემების სასიკეთოდ შემობრუნებას შევძლებ, მაშინ მერობის პასუხისმგებლობას აუცილებლად ვიტვირთავ,” – განმარტავს ლომიძე newpress.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში აღნიშნულ საკითხებს მერის მოადგილეები საკრებულოსთან ერთად გაივლიან.

კოტე ლომიძესთან ერთად, ქუთაისის მერის მოადგილეები გია შარაბიძე და ნიკო კაჭკაჭიშვილი გახდნენ.

თეგები: მერის მოადგილემოვალეობის შემსრულებელიქუთაისის მერია