ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ ქალაქის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ კომპანიას სასამართლო დავა მოუგო

2 ოქტომბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 21

ქუთაისის მერიამ ქალაქის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ კომპანიას სასამართლო დავა მოუგო

მერიის მიერ შერჩეულმა ახალმა კომპანიამ, მიმდინარე წლის ბოლომდე, ქუთაისში 37–მდე სკვერის მოწესრიგება და ასევე, მწვანე საფარის მოვლა–პატრონობა უნდა უზრუნველყოს.

ქუთაისში, ქალაქის დასუფთავებით სამუშაოებს შპს “ქალაქსერვისი” განახორციელებს. კომპანიამ მიმდინარე წლის ბოლომდე, ქუთაისში 37–მდე სკვერის მოწესრიგება და ასევე, მწვანე საფარის მოვლა–პატრონობა უნდა უზრუნველყოს. შპს “ქალაქსერვისს” აღნიშნული სამუშაოების განხორციელების უფლება მას შემდეგ მიეცა, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასამართლო პროცესი ყოფილ შემსრულებელ კომპანიას “ფაუნა 2007” მოუგო. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდა. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ წლის ბოლომდე, ქალაქის ტერიტორიებზე არსებული სკვერები 4–ჯერ გაითიბება და მოწესრიგდება. ასევე მოხდება სხვადასხვა მწვანე მცენარეების დარგვა. “ფაუნა 2007″ ვერ ასრულდებდა დაკისრებულ მოვალეობას, რის გამოც მას ხელშეკრულება შეუწყდა. თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა სასამართლოში იჩივლეს და გამოძიების დასრულებამდე უფლება არ გვქონდა სკვერები სხვა კომპანიას მოეწესრიგებინა. თუმცა საქმე თვითმმართველობამ მოიგო. ის სკვერები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მოუწესრიგებელი რჩებოდა, დასუფთავდება. ყველა სამუშაო გეგმიურად განხორციელდება”, – ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე.

თეგები: სასამართლოსკვერი