ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თაღლითობა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე – უცნობი პირები მძღოლებს ფულს ძალავენ

3 ოქტომბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 31

თაღლითობა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე – უცნობი პირები მძღოლებს ფულს ძალავენ

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თაღლითების მსხვერპლი არ აღმოჩდნენ.

ქუთაისის ცენტრალური მოედანზე არსებულ უფასო ავტოპარკინგზე, ე.წ. “დისპეჩერის” სპეცფორმაში გადაცმული პირები, მოქალაქეებს პარკირების საფასურს მოტყუებით ახდევინებენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია newpress.ge-ს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში დაუდასტურეს. “რამდენიმე დღის წინ, შემოვლის დროს შევამჩნიეთ უცნობი პირები, რომლებიც მოქალაქეებს მოედნის უფასო პარკინგზე მანქანის დაყენებისთვის ფულს ართმევდნენ. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია ვინ იყვნენ ეს ადამიანები და გავეფრთხილებია ისინი, თუმცა აღნიშნული პირები ჩვენი დანახვისთანავე მიიმალნენ,” – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ზამბახიძე. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მსგვასი ფაქტების გამეორების შემთხვევაში, თაღლითების მსხვერპლი არ აღმოჩდნენ. შეგახსნებთ, რომ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ავტოპარკინგი მესამე კვირაა რაც მოქმედებს. აღნიშნულ სადგომზე პარკირება უფასოა.

თეგები: პარკირებაქუთაისიცენტრალური მოედანი