ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ვიცე–მერი – ივანიშვილის მრჩეველმა დაგვარიგა

5 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 25

ქუთაისის ვიცე–მერი – ივანიშვილის მრჩეველმა დაგვარიგა

“ზემოდგომები არიან და მაინც ამათ ვუთანხმებთ რაღაცეებს” – განმარტა კოტე ლომიძემ newpress.ge-სთან საუბარში.

ქუთაისის მერიის წარმომადგენლები, პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა ირაკლი მელაშვილმა დაარიგა.
ამის შესახებ, ვიცე–მერმა კოტე ლომიძემ newpress.ge–თან საუბარში განაცხადა.
“ბიუჯეტთან დაკავშირებით არის ქალაქში პრობლემები და ამაზე გვქონდა საუბარი მელაშვილთან. ესენი ზემოდგომები არიან და მაინც ამათ ვუთანხმებთ რაღაცეებს. თავად, მელაშვილმაც დაგვარიგა”, – განმარტა კოტე ლომიძემ newpress.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, პრემიერ მინისტრის მრჩეველს და მის მოადგილეს, სამი დღის წინ, თენგიზ თოფურიძესთან ერთად შეხვდა.
ვიცე–მერის, კოტე ლომიძის განმარტებით, მელაშვილისგან დარიგებები მას შემდეგ მიიღეს, რაც, ლომიძის ინფორმაციით, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან თათბირი დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ მერიის წარმომაგენელბთან, ირაკლი მელაშვილის დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია, ქუთაისის საკრებულოს უმცირესობის წევრმა, გია გოქაძემ გაავრცელა.

თეგები: ირაკლი მელაშვილიკოტე ლომიძექუთაისის მერია