სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ადამიანს აივ-ინფექციასთან ბრძოლაში კატა დაეხმარება?

6 ოქტომბერი, 2013 • ნიუპრესი • 32

ადამიანს აივ-ინფექციასთან ბრძოლაში კატა დაეხმარება?

საუბარია ვირუსზე, რომელსაც კატის იმუნოდეფიციტის ვირუსი (feline immunodeficiency virus (FIV) ეწოდება.

შიდსის ვირუსისგან, რომელსაც კატა ატარებს, იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული ადამიანისთვის ვაქცინის დამზადებაა შესაძლებელი, დაასკვნეს მეცნიერებმა.

მათი აზრით, შიდსით დაავადებული კატების სისხლში არსებული პროტეინი აივ-ინფიცირებულ ადამიანთა იმუნიტეტს აძლიერებს. საუბარია ვირუსზე, რომელსაც კატის იმუნოდეფიციტის ვირუსი (feline immunodeficiency virus (FIV) ეწოდება. კვლევის შედეგები ჟურნალ Virology-ში დაიბეჭდა. კვლევაში ფლორიდის, კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობდნენ.

“კატისებრი შიდსის ვირუსის ფერმენტიდან წარმატებით შეგვიძლია ვაწარმოოთ T ლიმფოციტი, რომელიც იმუნოდეფიციტის ვირუსის წინააღმდეგ იბრძოლებს”, – ამბობს ფლორიდის ვეტერინალური მედიცინის კოლეჯის მეცნიერი ჯანეტ იამამოტო.

თუმცა, მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ მოსაზრებაა და ღრმა გამოკვლევას

საჭიროებს.

წყარო: ambebi.ge

თეგები: ვირუსიკატაშიდსი