ქუთაის-გაენათის ეპარქიას, შესაძლოა, ახალი ეპისკოპოსი ჩაუდგეს სათავეში. გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა სინოდი ეპარქიის ამჟამინდელი მმართველის, მიტროპოლიტი კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) სასულიერო საქმიანობიდან ჩამოცილების და მისი პენსიაში გასვლის საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს. საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 11 ოქტომბერს, 12 საათზე გაიმართება. სინოდის სხდომას კათალიკოს-პატრიარქი ილია II უხელმძღვანელებს. მეუფე კალისტრატესთან ერთად სინოდი კიდევ ოთხი ეპისკოპოსის სასულიერო საქმინობიდან ჩამოცილების საკითხს განიხილავს. მათ შორისაა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი). შეგახსენებთ, რომ მეუფე კალისტრატე ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1983 წლიდან მართავს. 1989 წლიდან მას მიენიჭა მთავარეპისკოპოსის ხარისხი.
ქუთაის-გაენათის ეპარქიას ახალი მიტროპოლიტი უხელმძღვანელებს
8 ოქტომბერი, 2013 • ნიუპრესი • 22
მიტროპოლიტი კალისტრატეს სასულიერო საქმიანობიდან ჩამოცილების და მისი პენსიაში გასვლის საკითხს წმინდა სინოდი უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
თეგები: ეპარქია • მეუფე კალისტრატე • სინოდის სხდომა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები